ჰოლანდიური ომლეტი ჰოლანდიური ომლეტი />


  10:53:48     08-06-2011

ჰოლანდიური ომლეტი

a6734.jpg

მასალა:

 

500 გრამი კარტოფილი

80 გრამი ყველი

2 ცალი კვერცხი

50 გრამი ღორის ბარკალი

1 თავი საშუალო ზომის ხახვი

1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუში

პილპილი, მარილი, მუსკატის კაკალი

 

კარტოფილი გავფცქვნათ, დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად. ტაფაზე მოვხრაკოთ ღორის ბარკალი ხახვთან ერთად და დავამატოთ კარტოფილი, დავახუროთ თავსახური და ვხრაკოთ მზადყოფნამდე. შემდეგ მოვაყაროთ გახეხილი ყველი და მწვანილი, მომზადებულ მასას დავასხათ ათქვეფილი კვერცხი, დავამატოთ სუნელები; კვერცხი კარგად უნდა შეიწვას. მომზადებულ კერძთან ერთად სუფრაზე შეგვიძლია მივიტანოთ მწვანე სალათა.

0

ავტორი: