კახა ოქრიაშვილი: ნარკოდამოკიდებული ვერ უნდა საქმდებოდეს სახელმწიფო სტუქტურებში კახა ოქრიაშვილი: ნარკოდამოკიდებული ვერ უნდა საქმდებოდეს სახელმწიფო სტუქტურებში />


  11:43:04     22-05-2018

კახა ოქრიაშვილი: ნარკოდამოკიდებული ვერ უნდა საქმდებოდეს სახელმწიფო სტუქტურებში

a79040.jpg

„ნარკოდამოკიდებული სახელმწიფო სტრუქტურებში ვერ უნდა საქმდებოდეს, ხოლო კერძო სტრუქტურების ხელმძღვანელებს უნდა ჰქონდეთ წვდომა ინფორმაციაზე, არის თუ არა სამუშაოს მაძიებელი პირი ნარკოდამოკიდებული“, - ამის შესახებ პარლამენტარმა კახა ოქრიაშვილმა ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საბოლოო ხედვები ჩამოყალიბებული არ აქვს, თუმცა 4 პუნქტი უკვე იცის.

„წვდომა არალეგალურ ნარკოტიკთან უნდა იყოს ნულოვანი, სრული ლეგალიზაცია უნდა მოვახდინოთ ნარკომანიის, არა ნარკოტიკების, არამედ ნარკომანიის. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ნარკომანი უნდა იყოს აღრიცხვაზე და უფასოდ უნდა მიიღოს ის პრეპარატი, რაზეც არის დამოკიდებული. უნდა იყოს მრავალი შემაკავებელი ფაქტორი ნარკოტიკის პოპულარიზაციის და მათ შორის დასაქმების კუთხით, ნარკოდამოკიდებული ვერ უნდა საქმდებოდეს სახელმწიფო სტუქტურებში, ხოლო კერძო სტრუქტურების ხელმძღვანელებს უნდა ჰქონდეთ წვდომა ინფორმაციაზე, არის თუ არა სამუშაოს მაძიებელი პირი ნარკოდამოკიდებული. ასევე უნდა იყოს მუდმივი საინფორმაციო ბრძოლა ნარკომანიის წინააღმდეგ. ეს ოთხი პუნქტი მაქვს ჩამოყალიბებული და მერე ვნახოთ რა იქნება", - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

0

ავტორი: