პირი, რომელიც 17 მაისის აქციაზე სიტყვით გამომსვლელს თავს დაესხა, არასრულწლოვანია
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირი, რომელმაც მთავრობის კანცელარიის შენობასთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამომსვლელზე იძალადა, არასრულწოვანია. ის 15 წლისაა.
„2003 წელს დაბადებულმა ს. კ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა აქციაზე სიტყვით გამომსვლელ პირს - 1996 წელს დაბადებულ ნ. გ.-ს, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ადგილზე აღმოუჩინა დახმარება. ს.კ.-მ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, რა დროსაც იგი სამართალდამცველებმა დააკავეს“, - აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-მუხლის 1-ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.