18:52:51     14-09-2010
ჩინურმა გამანადგურებელმა ( J-11 B ) ყველაზე თანამედროვე რუსული გამანადგურებელი სუ-35ბმ-ი დაჯაბნა
როგორც დასავლური მასმედიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, ჩინეთის მცდელობა დამოუკიდებლად შეექმნა მეოთხე თაობის მრავალფუნქციური სამხედრო თვითმფრინავი წარმატებით დასრულდა.
J-11 B ჩინეთის სამხედრო ავიამშენებლობის მნიშვნელოვანი მიღწევაა. ანდერსონის სახელობის შვედეთის სამხედრო კვლევების ცენტრის შეფასებით, მოდულირებულ საავიაციო ბრძოლებში ჩინურმა გამანადგურებელმა ( J-11 B ) დაჯაბნა ყველაზე თანამედროვე რუსული გამანადგურებელი სუ-35ბმ-ი.
რუსეთისათვის „კავკასიური საფრთხის“ პარალერულად „ჩინეთის საფრთხის“ ( თუნდაც მხოლოდ პოტენციურის) არსებობა სამხედრო პოლიტიკური თვალსაზრისით გადაუჭრელ პრობლემებაა, რუსეთმა ან კავკასიაში სამხედრო ყოფნის ხარჯები უნდა შეამციროს და რესურსები სამხედრო ტექნოლოგიების განვითარებას მოახმაროს ან ადრე თუ გვიან სამხედრო ტექნოლოგიური ჩამორჩენა ჩინეთთანაც კი იმდენად გაიზრდება, რომ იძულებული გახდება თავი დასავლურ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანს შეაფაროს.