10 მიზეზი იმისა, თუ რატომ არის კარგი, ბიძინა ივანიშვილის „მეორედ მოსვლა“ 10 მიზეზი იმისა, თუ რატომ არის კარგი, ბიძინა ივანიშვილის „მეორედ მოსვლა“ />


  12:46:45     15-05-2018

10 მიზეზი იმისა, თუ რატომ არის კარგი, ბიძინა ივანიშვილის „მეორედ მოსვლა“

a78808.jpg

კარგია რომ დაბრუნდა... 

აწი, მაცივრის კარს რომ გამოვაღებთ და ცარიელი დაგვხვდება, ადრესატი გვეცოდინება. 

შტერ ნაცნობს რომ თანამდებობაზე დადებენ, რადგან კახის, „კვახის“ ან კობახას ნათესავია, ხოლო ჩვენ ისევ უმუშევარი ვიქნებით, მივხვდებით ვის უნდა მოვკითხოთ... 

ქუთაისის ტექნოლოგიური უნის ნაცვლად ბაყაყებიან ტბას რომ გადავაწყდებით, იქნებ მისი დაპირებაც გაგვახსენდეს... 

დენისა და გაზის განახევრებული ტარიფის ნაცვლად, გაძვირებული ცხოვრების მწუხრი რომ შემოგვაწვება, შეიძლება მომავალში უფრო დავფიქრდეთ კიდევაც... 

კარგია რომ დაბრუნდა... 

ბანკი და მიკროსაფინანსოები რომ ჩვენს დახრჩობას გადაწყვეტენ, უფასო ფულისა და დაბალპროცენტიანი კრედიტების აფერაც ამოგვიტივტივდება... 

პენსია რომ არ გაუზარდა ჩვენს საყვარელ მოხუცებს, ამის ხაზგასმაც დაგვჭირდება. 

რუსული ბაზრის გახსნის ნაცვლად, რუსული კარტი რომ გაათამაშა, ეგეც მოგვხვდება თვალში... 

სიღარიბე და უმუშევრობა რომ იზრდება, ამის გამო პასუხი ვინ უნდა აგოს, გვეცოდინება... 

კორუფციის აყვავება, კრიმინალის ზრდა, სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლა ვისი ბრალია, იმას მაინც დავინახავთ. 

მოკლედ, კარგია რომ დაბრუნდა, რადგან ამიერიდან პირადად ვხედავთ და ვგრძნობთ, ვის უნდა მოვთხოვოთ პასუხი ჩვენს არაადამიანურ ყოფასა და გაძაღლებულ ცხოვრებაზე.  
 
0

ავტორი: