ნარკოპოლიტიკის თემა „ქართული ოცნების“ შიგნით ახალი დაპირისპირების მიზეზი გახდება ნარკოპოლიტიკის თემა „ქართული ოცნების“ შიგნით ახალი დაპირისპირების მიზეზი გახდება />


  11:33:50     15-05-2018

ნარკოპოლიტიკის თემა „ქართული ოცნების“ შიგნით ახალი დაპირისპირების მიზეზი გახდება

a78801.jpg

საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული უთანხმოების გამო, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიზნით შესაძლოა, ორი კანონპროექტი მომზადდეს.

ნარკოპილიტიკასთან დაკავშირებით დაგეგმილი  ცვლილებები, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ შიგნით ახალი დაპირისპირების მიზეზი გახდება, რადგან არავინ მალავს, რომ აზრი ორად არის გაყოფილი.

„მნიშვნელოვანი აზრთა სხვადასხვაობა არის თუ სად გადის ზღვარი მოხმარებასა და გასაღებას შორის. ოდენობები პირადი მოხმარების სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერების მიხედვით რამდენი უნდა იყოს -აქ არის პრინციპული აზრთა სხვადასხვაობა.  იმედი მაქვს შევჯერდებით. თუ არა და მაშინ ორი ალტერნატიული ვარიანტი გამოვა. სარეიტინგო კენჭისყრა გვექნება შიგნით უმრავლესობაში და მერე საბოლოოდ გამოვიტანთ იმ ვარიანტს, რომელსაც უმრავლესობის უმრავლესობა დაუჭერს მხარს,“-განაცხადა  პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ.

წავა თუ არა დათმობაზე ხელისუფლება და რას დათმობს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისთვის, ეს სამოქალაქო სექტორთან დაგეგმილი შეხვედრების შემდეგ გაირკვევა.

"ვერც ლეგალიზაცია და ვერც დეკრიმინალიზაცია ვერ შეამცირებს რისკებს. ზოგადად ნარკოპოლიტიკა ეს არის სისტემურად განსახილველი. აქ არ შეიძლება იმ პრიმიტივამდე დავიდეთ, რომ თითქოს ნარკოპოლიტიკა არის დავიჭიროთ - არ დავიჭიროთ. ეს ასე ნამდვილად არ არის. უნდა იქნას სისტემურად განხილული და მიზანი უნდა იყოს დასახული სწორად,"- განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ხუნდაძემ. 0

ავტორი: