„გიორგი გახარიას პარლამენტში უმრავლესობის წევრებიც ელოდებიან“ „გიორგი გახარიას პარლამენტში უმრავლესობის წევრებიც ელოდებიან“ />


  16:23:37     14-05-2018

„გიორგი გახარიას პარლამენტში უმრავლესობის წევრებიც ელოდებიან“

a78790.png

​პარლამენტში  შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას მისვლას ოპოზიციის გარდა უმრავლესობის წევრებიც ითხოვენ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

​მისი განმარტებით,  მთავრობის პრეროგატივაა, ჯანსაღი თაობა გაიზარდოს, ქვეყანაში ნარკოდილერების პარპაში არ დაუშვან და მომავალი თაობა იმ ავადმყოფობისგან დაიხსნას, რასაც ნარკომანია ჰქვია.

გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ნარკოტიკით დაავადებულ ადამიანს მეტი ყურადღება და მეტი ლიბერალური მიდგომა სჭირდება.

„პარლამენტში შს მინისტრის მოსვლას მხოლოდ ოპოზიცია არ ითხოვს, მათ შორისაა უმრავლესობის ბევრი წევრი. უახლოეს მომავალში ყველას შესაძლებლობა ექნება, რომ კითხვები დასვას და ზუსტი პასუხები მიიღოს. შს მინისტრის გუშინდელ ქმედებას დადებითად ვაფასებ. ეს არ იყო მხოლოდ გახარიას ქმედება, ამას წინ მოლაპარაკებები და სტრატეგიის დაგეგმვა უძღოდა. მათ შორის ყველა ნაბიჯი პრემიერთან იყო შეთანხმებული. სახელისუფლებო გუნდია ავტორი ყველა იმ პოზიტივის, რაც გუშინ მოხდა. რაღაც საკითხები არსებობს, სადაც კითხვები დარჩა. რომ არა გახარიასა და პოლიციის მაღალი პროფესიონალიზმი, პროვოკაციას ვერ ავცდებოდით”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
0

ავტორი: