ორ დღიან აქციასთან და მოვლენების შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით, „პრესა.ჯი“, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლევან ხაბეიშვილს ესაუბრა.
„პრესა.ჯი“: როგორ შეაფასებდით ორ დღიან აქციას, მონაწილეთა პროტესტს და პროტესტის გაჩენის მიზეზს?
ლევან ხაბეიშვილი: კლუბში რომ არ უნდა შევარდნილიყვნენ და ბარიგებს იქ არ უნდა ეძებდნენ, მგონი ამაზე ვთანხმდებით.
მითუმეტეს, რომ შსს-მ განაცხადა რომ თურმე, ამ საქმეს სამი თვე იძიებდნენ.
ანუ, თავად აღიარეს ის რომ იქ შესვლის არანაირი მოტივი და მიზეზი არ ჰქონდათ, ეს იყო არანორმალური საქციელი.
[I=2]თუმცა, ახალგაზრდების პროტესტის შეფასებისას საზოგადოების აზრი ორად გაიყო. ის ახალგაზრდები, რომლების აქციაზე იდგნენ, აპროტესტებდნენ კლუბში სპეცრაზმის შეჭრას, რადგან თვლიდნენ რომ ამის საჭიროება ნამდვილად არ არსებობდა.
ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, აქციის მონაწილეებს სუსმა „ქართული მარშის“ წარმომადგენლები მიუქსია, რომლებიც ძირითად შემთხვევაში კუნთებზე იხედებიან.
ასევე ჩანდა, რომ პოლიციამ თითქოს დაიცვა ახალგაზრდები, შემდეგ იმდენი გააკეთეს რომ მადლობა მოახდევინეს აქციის მონაწილეებს ამ სტრუქტურის წარმომადგენლებისათვის და დაიშალა აქციაც, ანუ კრება იყო მხიარული.
თუმცა, რამდენადაც არ უნდა ეცადოს ხელისუფლება, ახალგზარდებში უსამართლობის განცდას ვერც ერთი გზით ვერ მოკლავენ.
- მინისტრ გახარიას ბიდიშს როგორ შეაფასებდით?
- ვინმემ გაიგო რატომ შევარდა სპეცრაზმი კლუბში? გახარია მოყვა ან განმარტა თავისი უკანონო ბრძანება? არა.
ვინ იღებს პასუხისმგებლობას ამაზე?
ამის შემდეგ გამოდის გახარია და ამბობს ბოდიშს, უკაცრავად, მაგრამ ნორმალურ ქვეყნებში ასე არ ხდება, თუ ბოდიშს იხდის და თვლის რომ შეეშალა, მაშინ უნდა გადადგეს.
ის კლასის დამრიგებელი კი არა, შინაგან საქმეთა მინისტრია, რომელსაც წესით, მაღალი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს.
- როგორ განვითარდება მოვლენები, არის თუ არა, იმის მოლოდინი, რომ აქციის მონაწილეებმა კვირის ბოლოს პროტესტი განაახლონ?
- ეს ქვეყანა ხომ კლიპებით იმართება, ბერას კლიპებით, სანამ გახარია და კვირიკაშვილი განცხადებებს გაავრცელებდნენ, ბერამ მორიგი სიმღერა გამოაქვეყნა, აღარაფერი აღარ დარჩენია „ქართული ოცნების“ დეპუტატებს გარდა იმისა, რომ შეასრულონ არაფორმალური მმართველის შვილის ბრძანება.
ეს არის რეალობა, სწორედ ბერას სტატუსს მოჰყვა ის, რომ გახარია აქციის ორგანიზატორს შეხვდა.
საბოლოო ჯამში, ამბავი მაინც კარგი იყო, მაგრამ შსს-მ ისეთი რაღაც გააკეთა, თუ ვინმე ამას საქმიანად განიხილავს, მიხვდება, რომ დიდი შეცდომა დაუშვეს, თუ ბოდიში მოიხადა მინისტრმა, ამისათვის პასუხიც უნდა აგოს აუცილებლად.
- რა გავლენა იქონიებს ეს მოვლენები არჩევნებზე?
- რაც შეეხება არჩევნებს, თუ ასე რუტინულად გაგრძელდება, ხელისუფლება ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებლად მოიძიებს ადმინისტრაციულ რესურსებს, მითუმეტეს მათ ჰყავთ მილიარდელი პატრონი, რომელსაც ფულით ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, მათ შორის ვიღაცების მოსყიდვა არჩევნებისათვის.
თუ ქვეყანაში ფიქრობენ, რომ ხელისუფლება, ნარკოპოლიტიკა და ეკონომიკის მიმართულებით ბევრი საკითხი შესაცვლელია, ამას სჭირდება კარგად ორგანიზებული ადამიანთა ჯგუფი, მათ შორის ოპოზიცია, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და ა.შ., რომლებიც მთავრობას აიძულებს რეალურად ჩაატაროს არჩევნები.
თუ ამ კონკრეტულ ფაქტს ვიგულისხმებთ, პირდაპირ ვიტყოდი, რომ ის, რაც ორი დღე ხდებოდა, მგონია, რომ არავის დააზიანებს. თუ სწორად ვიმოქმედებთ და არ მივცემთ ხელისუფლებას იმის საშუალებას, რომ თავის ნებაზე იმოქმედოს.
- ახალგაზრდების ჩართულება არჩევნებში, ხშირ შემთხვევაში, ნაკლებია ხოლმე, ბოლო დროინდელი პროცესი ხომ არ მისცემს მათ საფუძველს, იმისათვის რომ მაქსიმალურად ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში?
- მე არ ვფიქრობ ასე, პირიქით, როცა ისინი საჭიროდ თვლიან, თავიანთ პოზიციას ღიად აფიქსირებენ, უბრალოდ, ამის საჭიროება უნდა დაინახონ.
როცა ხედავენ რომ აზრი არ აქვს მათ ჩართულობას, მაშინ არც აქტიურობენ. წუხელ, პირდაპირი მნიშვნელობით ჩაერია პოლიტიკა ახალგაზრდების ცხოვრებაში, რატომ არ უნდა ჩაერიონ ისინიც პოლიტიკურ პროცესებში?
შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ახლა ყველაზე მეტად იგრძნობენ პასუხისმგებლობას და ალაბთ უფრო ენთუზიაზმით მოეკიდებიან არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს.
0
ავტორი: