გიორგი გახარია "თეთრი ხმაურის" მოძრაობის წევრებს დღეს შეხვდება გიორგი გახარია "თეთრი ხმაურის" მოძრაობის წევრებს დღეს შეხვდება /> "/> " />


  10:01:47     14-05-2018

გიორგი გახარია "თეთრი ხმაურის" მოძრაობის წევრებს დღეს შეხვდება

a78760.jpg

დღეს,შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრებს შეხვდება. ისინი 11 მაისს კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციასა და ნარკოპოლიტიკაზე ისაუბრებენ.ეს გადაწყვეტილება 13 მაისს, მინისტრსა და აქციის საინიციატივო კგუფის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

შს მინისტრი გიორგი გახარია გუშინ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქცვიაზე მივიდა. საინიციატივო ჯგუფთან გამართული შეხვედრის შემდეგ მან აქციის მონაწილეებს მიმართა. მან ბოდიში მოუხადა აქციის მონაწილეებს და მოუწოდა, მათაც მოეხადათ ბოდიში იმ სამართალდამცველებისთვის, რომელთაც შეურაცხყოფა მიაყენეს.

მინისტრი აქციის მონაწილეებს დაჰპირდა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე მათთან ერთად განიხილავს პარასკევი დღის ყველა წუთს.

„ყველა ის ადამიანი, რომელიც ერთობლივად შევთანხმდებით, რომ მისი უფლება დაირღვა, რა თქმა უნდა, უფლება აღდგენილი იქნება. მე ასევე გპირდებით, რომ ჩვენ კონკრეტულ შედეგებს მივაღწევთ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით. ასევე, ვთანხმდებით იმაზე, რომ თუ ეს დაპირებები არ შესრულდება, ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია, ამ თავისუფალ ქალაქში, თავისუფალი პარლამენტის წინ, ისევე შევიკრიბოთ, ან ვიცეკვოთ, ან მოვუსმინოთ მუსიკას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

სწორედ მინისტრის ამ პირობის და ბოდიშის მოხდის შემდეგ მიიღო "თეთრი ხმაურის მოძრაობამ" ორდღიანი აქციის დაშლის გადაწყვეტილება. აქციის მონაწილეებმა ერთკვირიანი პაუზა აიღეს.

რუსთაველის გამზირზე "თეთრი ხმაურის" მოძრაოიბამ საპროტესტო აქცია 11 მაისს, კლუბ ბასიანსა და გალერიში ცატარებული სპეცოპერაციის შემდეგ დაიწყო. შსს-ის ინფორმაციით, სპეცოპერაციისას დააკავეს 8 ნარკორეალიზატორი. 0

ავტორი: