თბილისში აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული რამდენიმე პირი გათავისუფლდა თბილისში აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული რამდენიმე პირი გათავისუფლდა />


  11:04:08     12-05-2018

თბილისში აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული რამდენიმე პირი გათავისუფლდა

a78710.jpg

​თბილისში, აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული სამი პირი გათავისუფლდა. 

ადვოკატ გიორგი მახარაძის განცხადებით, ამ დროისთვის გათავისუფლდნენ „მოძრაობა თეთრი ხმაურის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ბექა წიქარიშვილი, კლუბ „ბასიანის“ თანამშრომელი გიორგი ჭინჭარაული და ბრიტანეთის მოქალაქე მაილო ტრავერსი.

ადვოკატის განცხადებით, ყველა მათგანი კლუბ „ბასიანთან“ გამართულ აქციაზე დააკავეს.

„ისინი დააკავეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით. დაკავებულები საგარეჯოში წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავდათ გადაყვანილი. როდის ჩაინიშნება მათი სასამართლო პროცესი ჯერ უცნობია“, – განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, „გირჩის“ ინფორმაციით, გაათავისუფლეს ადმინისტრაციული წესით დაკავებული ზურაბ ჯაფარიძე. ამ საკითხზე პარტიაში ბრიფინგი გაიმართება.

პარლამენტთან აქციაზე, სადაც „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციებს აპროტესტებდნენ, დაპირისპირება მოხდა. რა დროსაც, ადმინისტრაციული წესით 20-მდე პირი აიყვანეს. შსს-ში დაკავებულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ არ საუბრობენ.
0

ავტორი: