10:43:38     07-06-2011
“დაჟანგებულხარ, გორდაო”...
გორდა საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული. ის მოკლე, უვადო, მოხრილი და დრეკადი ხმალია, რომელსაც შუაში ერთი ფართო, ხოლო ყუისკენ დამატებით ორი ვიწრო ღარი გასდევს. აქვს თავისებური დაღა - ხმლის ყუაზე გამოყვანილი ტალღოვანი რკალები, ან ხმლის პირზე ორი მოპირდაპირე, დაკბილული პატარა ნახევარრკალი.
რკალის ბოლოები სამმარცვლოვანი ნიშნებით აქვს დაწინწკლული (გადმოცემის თანახმად, ბრძოლებში მონაწილეობის ან მოკლული მტრის რაოდენობის აღსანიშნავად). ასეთი დამღა დამახასიათებელია აღმოსავლური, კავკასიური თუ ევროპული წარმომავლობის ხმლის პირებისათვის.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში შემოინახა, როგორც ადგილობრივი, ისე XVI-XVII საუკუნეების ცნობილ იტალიელ ოსტატთა ნახელავი გორდა ხმლები, რომლებიც გენუელ ვაჭრებს შემოჰქონდათ საქართველოში. საქართველოში დამზადებულ ხმლის პირებს, სადამღო რკალები ყუაზე მიჯრით ჰქონდა გამოყვანილი.
0