საგარეჯოში მამაკაცი ცხელ გუდრონში ჩავარდა საგარეჯოში მამაკაცი ცხელ გუდრონში ჩავარდა />


  15:13:51     11-05-2018

საგარეჯოში მამაკაცი ცხელ გუდრონში ჩავარდა

a78685.jpg

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში, 1979 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე ალი რეიჰანი, რომელიც სოფელში სახლს აშენებდა, ცხელ გუდრონში ჩავარდა. მამაკაცს სხეულის 80% დამწვარი ჰქონდა.

ალი რეიჰანი უმძიმესი მდგომარეობით ჯერ საგარეჯოს საავადმყოფოში მიიყვანეს, შემდეგ კი კატასტროფის მედიცინის ბრიგადამ თბილისის დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
0

ავტორი: