ბულგარეთის საელჩო სიღნაღში გამოფენას უმასპინძლებს ბულგარეთის საელჩო სიღნაღში გამოფენას უმასპინძლებს />


  12:36:29     11-05-2018

ბულგარეთის საელჩო სიღნაღში გამოფენას უმასპინძლებს

a78675.jpg

11 მაისს, ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, თიბისი ბანკთან ერთად წარმოადგენს ტრადიციული ბულგარული სამოსის ფოტოგამოფენას.

გამოფენა ჩატარდება ბულგარეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავად და ის მიზნად ისახავს ბულგარეთის კულტურის საქართველოში პოპულარიზაციას. 

გამოფენაზე წარმოდეგნილი იქნება ფოტოები, რომლებიც ასახავს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ეგზოტიკურ ცერემონიალებსა და განსხვავებული რელიგიების წარმომადგენლების თანაცხოვრებას. ასევე საქორწინო ადათ-წესებს, მარხვის დროს ჩატარებულ ცეცხლის რიტუალს, ნესტინიარულ ცეკვებსა და სხვა ბულგარულ ტრადიციებს. 

გამოფენა გაიმართება თიბისი ბანკის სიღნაღის ფილიალში.

მისამართი; ლოლაშვილის ქ. 1.

დასაწყისი 14:00 საათი.

0

ავტორი: