აშშ ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს აშშ ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს />


  10:55:38     11-05-2018

აშშ ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს

a78671.jpg

ვაშინგტონის მიერ ირანის ბირთვული შეთანხმების დატოვებიდან 2 დღის შემდეგ, ამერიკის ფინანსთა სამინისტომ შეზღუდვები ირანის რევოლუციური გვარდიის 6 წევრს და ელიტურ სამხედრო დაჯგუფებასთან დაკავშირებულ 3 კომპანიას დაუწესა.

შესაბამისი დოკუმენტი უწყების ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, სანქციების სამიზნე ის ჯგუფებია, რომლებიც ირანის რევოლუციური გვარდიის საზიანო მოქმედებების დაფინანსებაში არიან ეჭვმიტანილი.

შეგახსენებთ, რომ 8 მაისს ტრამპმა განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობდა, რომ 2015 წლის ირანის ბირთვულშეთანხმებას ტოვებდა, რითაც ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის რისკი გაზარდა და ევროპელი მეგობრები გაანაწყენა.

0

ავტორი: