სამტრედიის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. მამაკაცი ბარძაყის არეშია დაჭრილი.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანა.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დაშავებულს კვლევები უტარდება და საოპერაციოდ ამზადებენ. ცენტრის ინფორმაციით, მამაკაცს მოტეხილობებიც აღენიშნება.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ორი, 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმედ დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
0
ავტორი: