15:17:40     10-05-2018
სპეცოპერაციის შედეგად, 2 პირი სავარაუდოდ, ფულის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს
ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა ორი პირი, სავარაუდოდ, ფულის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.
სპეცოპერაცია აგლაძის ქუჩაზე სავაჭრო ცენტრ „მეგალაინთან“ ჩატარდა. ამ დროისთვის სპეცოპერაცია გრძელდება. დაკავებულები კი პოლიციის სამმართველოში არიან გადაყვანილები.
არსებული ინფორმაციით, პოლიციამ ორი პირი მაშინ დააკავა, როდესაც ისინი საკუთარი მანქანით აგლაძის ქუჩაზე გადაადგილდებოდნენ.
სპეცოპერაციის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
0