ISIS-ის ფორმებში გამოწყობილმა ირანელმა მსახიობებმა სავაჭრო ცენტრში პანიკა გამოიწვიეს ISIS-ის ფორმებში გამოწყობილმა ირანელმა მსახიობებმა სავაჭრო ცენტრში პანიკა გამოიწვიეს />


  14:15:29     10-05-2018

ISIS-ის ფორმებში გამოწყობილმა ირანელმა მსახიობებმა სავაჭრო ცენტრში პანიკა გამოიწვიეს

a78646.jpg

ირანელი მსახიობების ჯგუფი პრომო აქციისთვის „ისლამური სახელმწიფოს“ წევრების ფორმაში გამოეწყვნენ და ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მივიდნენ. ამ ფორმით ისინი ახალი ფილმის რეკლამირებას აპირებდნენ. 

პრომო აქციის დროს მსახიობები თავდაპირველად სავაჭრო ცენტრის მომხმარებლებთან ფოტოებს იღებდნენ, შემდეგ კი გადაწყვიტეს ეხუმრათ და მაღაზიებში სათამაშო თოფებით და ხმლებით შეცვივდნენ.

ერთ-ერთი მსახიობი „ისლამური სახელწმიფოს“ ერთ-ერთ მეთაურს ომარ ალ შიშანის (თარხან ბათირაშვილი) განასახიერებდა. მათ თან ბუტაფორიული ბომბები ჰქონდათ და „ალაჰუ აქბარს“ გაყვიროდნენ. 

მსახიობების ხუმრობამ მომხმარებელთა ნაწილში პანიკა გამოიწვია. მათ სავაჭრო ცენტრიდან გაქცევით უშველეს თავს. 

მოგვიანებით ფილმის რეჟისორმა და მსახიობებმა მოქალქეებს ბოდიში მოუხადეს. 0

ავტორი: