ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზების ბრალდებით დაკავებულებისთვის პროკურატურა პატიმრობას ითხოვს ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზების ბრალდებით დაკავებულებისთვის პროკურატურა პატიმრობას ითხოვს />


  12:12:15     10-05-2018

ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზების ბრალდებით დაკავებულებისთვის პროკურატურა პატიმრობას ითხოვს

a78639.jpg

ინტერნეტის საშუალებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზების ფაქტზე დაკავებული გიორგი გოგებაშვილისა და ნინო გეგელაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად პროკურატურა პატიმრობას ითხოვს.

საქმის პროკურორის განმარტებით, ორთვიანი ოპერაციის შედეგად, არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომელიც ორივე პირის ბრალეულობას მიუთითებს, მათ შორის სატელეფონო საუბრები და მიმოწერა.

დაკავებულების ადვოკატი გიორგი გოგებაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ხოლო ნინო გეგელაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს.

უფლებადამცველი მარიკა ფხალაძე აცხადებს, რომ გიორგი გოგებაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს, ნინო გეგელაშვილი კი ნაწილობრივ ცნობს თავს დამნაშავედ.

ადვოკატის ინფორმაციით, გეგელაშვილი დანაშაულის ჯგუფურად ჩადენას უარყოფს და ამბობს, რომ მხოლოდ ის ასაღებდა ნარკოტიკულ ნივთიერებებს, თუმცა არა ჰეროინს და ბუპრენორფინს, რომლებიც მძიმე ნარკოტიკულ საშუალებებს განეკუთვნება, არამედ ე.წ. ბიოს. 0

ავტორი: