პოლონეთში 12 ტონა თხევადი შოკოლადი დაიღვარა პოლონეთში 12 ტონა თხევადი შოკოლადი დაიღვარა />


  19:37:20     09-05-2018

პოლონეთში 12 ტონა თხევადი შოკოლადი დაიღვარა

a78629.jpg

პოლონეთის ქალაქ პოზნანიდან დედაქალაქ ვარშავისკენ მიმავალი ავტომაგისტრალი ჩაკეტილია, რის გამოც მრავალკილომეტრიანი საცობი წარმოიქმნა.

მიზეზი გახდა სატვირთო ავტომობილის გადაბრუნება, რომელსაც 12 ტონა თხევადი შოკოლადი გადაჰქონდა.

ადგილზე გადაღებული ფოტო-ვიდეომასალიდან ჩანს, რომ შოკოლადი ავტომაგისტრალის ორივე ზოლზეა დაღვრილი. პოლონური მედიის ცნობით, შოკოლადი ერთ-ერთ ადგილობრივ შოკოლადის ქარხანას ეკუთვნის.

0

ავტორი: