ვაკის პარკში მომხდარი დაპირისპირების შედეგად სამი პირი დააკავეს ვაკის პარკში მომხდარი დაპირისპირების შედეგად სამი პირი დააკავეს />


  14:20:59     09-05-2018

ვაკის პარკში მომხდარი დაპირისპირების შედეგად სამი პირი დააკავეს

a78619.jpg

საპატრულო პოლიციამ ვაკის პარკში მომხდარი დაპირისპირების შედეგად სამი პირი დააკავა. დაკავებულები არიან ვალერი კვარაცხელია, მისი ვაჟი და სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ წევრი ნიკა შაყულაშვილი. 

შსს-ს ცნობით, პოლიციამ სამი პირი ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავა, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას და წვრილმან ხულიგნობის ფაქტს გულისხმობს. 

უწყების განმარტებით, საპატრულო პოლიციამ მოქალაქეების მიერ საბჭოთა კავშირის სიმბოლიკების გამოყენებაზე რეაგირება მოახდინა. სამართლადამცველები მოქალაქეებს სსკ-ის 154-ე პრიმა მუხლის შესაბამისად მოუწოდებდნენ, რომ შეენახათ სიმბოლიკები, რასაც ყველა მათგანი დაემორჩილა. 

სამოქალაქო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერის დავით ქაცარავას ინფორმაციით, „ძალა ერთობაშიამ“ ვაკის პარკთან პროტესტი საბჭოთა სიმბოლიკისა და საბჭოთა დროშების მიტანის გამო გამოთქვა, რომლითაც ვალერი კვარაცხელია და მისი თანამოაზრეები დღეს, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან იმყოფებოდნენ. მისი თქმით, ამ დროს ვალერი კვარაცხელიამ შეაგინა ერთ-ერთ ქალბატონს, ხოლო მისი სამოქალაქო მოძრაობის მხარდამჭერმა ნიკა შაყულაშვილმა, კვარაცხელიას ამის საპასუხოდ კვერცხი ესროლა.  0

ავტორი: