10:33:41     07-05-2018
მორიგი ტერაქტი ავღანეთში- დაღუპულია 17 ადამიანი
ავღანეთში მომხდარ ტერაქტს 17 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმა ქვეყნის აღმოსავლეთ პროვინციაში, ერთ-ერთ მეჩეთზე მაშინ განხორციელდა, როდესაც მორწმუნეები საღამოს ლოცვისთვის იკრიბებოდნენ. აფეთქების შედეგად დაშავდა 35 ადამიანი.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მეჩეთი თავდასხმის სამიზნე შენობაში არსებული ამომრჩეველთა რეგისტრაციის ცენტრის გამო გახდა.
პასუხისმგებლობა ტერაქტზე ამ დრომდე არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
0