ზუგდიდში ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს ზუგდიდში ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს />


  12:45:13     05-05-2018

ზუგდიდში ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

a78512.jpg

ზუგდიდში, „რუხი მოლთან“ რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

მათი მთავარი მოთხოვნაა, გაუქმდეს კერძო ავტოსადგურები. მძღოლების თქმით, თუ ხელისუფლება პრობლემას არ მოაგვარებს, სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნიის შენობის წინ გაგრძელდება აქცია და ის მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

მძღოლებმა აქცია გუშინაც გამართეს. მათი თქმით, მუშაობის საშუალება არ აქვთ, რადგანაც ზუგდიდში ძალიან  ბევრი კერძო ავტოსადგური გაიხსნა.

არსებული ინფორმაციით, კერძო სადგურისა და ავტოსადგურის მძღოლებს შორის გუშინ ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 126-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს. 0

ავტორი: