ქუთაისში, ბარში 2 პირი პოლიციის მოთხოვნას მოწევის შეწყვეტაზე არ დაემორჩილა, რის გამოც დააკავეს ქუთაისში, ბარში 2 პირი პოლიციის მოთხოვნას მოწევის შეწყვეტაზე არ დაემორჩილა, რის გამოც დააკავეს />


  15:17:51     04-05-2018

ქუთაისში, ბარში 2 პირი პოლიციის მოთხოვნას მოწევის შეწყვეტაზე არ დაემორჩილა, რის გამოც დააკავეს

a78492.jpg

ქუთაისში, ერთ-ერთ ბარში თამბაქოს მოწევის გამო დაწყებული კონფლიქტი ორი მოქალაქის დაკავებით დასრულდა. დაპირისპირება პატრულსა და ერთ-ერთი ბარის მფლობელს შორის მოხდა.

კონფლიქტი ერთ-ერთ ბარში, დაწესებულების დაცვის თანამშრომელსა და ორ კლიენტს შორის დაიწყო, რის შემდეგაც პატრული გამოიძახეს. პოლიციამ ორი პიროვნება დააკავა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კი დღეს ორივე მათგანი 250 -250 ლარით დააჯარიმა. მათ ბრალად წვრილმანი ხულიგნობა და პატრულისათვის წინააღმდეგობის გაწევა ედებოდათ.

ბარი კი, სადაც კონფლიქტი დაიწყო 500 ლარით დააჯარიმეს, რადგან შენობაში მოწევის აკრძალვის შესახებ ინფორმაციის შემცველი სტიკერები გამოკრული არ იყო. 0

ავტორი: