15:01:27     04-05-2018
ჭონქაძის ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისში ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს, რომლის მიმართ ნაფიცმა მსაჯულებმა გუშინ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მსაჯულების გუშინდელ გადაწყვეტილებაზე საბოლოო სასჯელი – 15 წელი, მოსამართლე ეკატერინე გაბრიჭიძემ განსაზღვრა.
მკვლელობა თბილისში 2017 წლის 16 აგვისტოს, ჭონქაძის ქუჩაზე მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა მ.ი.-მ მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადი გასროლით, ი.ძ.-ს ზურგის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება. დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მ.ი-ს ბრალად ედებოდა, განზრახ მკვლელობა. ცივი იარაღის ტარება განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.
0