რუსეთში ქალმა შვილები „სიღარიბის გამო" დახოცა რუსეთში ქალმა შვილები „სიღარიბის გამო" დახოცა /> "/> " />


  13:39:25     04-05-2018

რუსეთში ქალმა შვილები „სიღარიბის გამო" დახოცა

a78484.png

რუსეთში, ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში ორი ბავშვის დამწვარი ცხედარი იპოვეს. მკვლელობაში ბრალდებულია ბავშვების დედა, აზერბაიჯანის მოქალაქე, ელენა კარიმოვა. მან დანაშაული აღიარა.

გამოძიების ინფორმაციით, ქალი მკვლელობის მოტივად სიღარიბეს ასახელებს და ამბობს, რომ მათი რჩენა არ შეეძლო.

ბრალდების მხარის მტკიცებით კი, ქალს, რომელსაც სამსახური არ აქვს და განქორწინებულია, ერთ-ერთ ძვირადღირებულ კურორტზე ბილეთი ჰქონდა ნაყიდი და ქალმა შვილები იმის გამო დახოცა, რომ ისინი დასასვენებლად წასვლაში „ხელს უშლიდნენ".

გამოძიებით არ დგინდება ისიც, რომ დედა ამ დროს აფექტის მდგომარეობაში იყო, რადგან მან მკვლელობა დაგეგმა, ჯერ ბავშვები გაგუდა, შემდეგ ძვირადღირებული მანქანა იქირავა, მაღაზიაში საწვავი იყიდა, რომლითაც ბავშვების ცხედრების დაწვა ტყეში სცადა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა და ისინი მიტოვებულ შენობაში დაწვა. შემთხვევა 25 აპრილს მოხდა.

მკვლელობამდე ერთი დღით ადრე ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, როგორ უსმენენ და ის და მისი შვილები მანქანაში სიმღერას „დედა".
0

ავტორი: