უკრაინამ რუსეთს სანქციები დაუწესა უკრაინამ რუსეთს სანქციები დაუწესა />


  12:23:29     03-05-2018

უკრაინამ რუსეთს სანქციები დაუწესა

a78437.jpg

უკრაინა ამერიკის მიერ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს შეუერთდა.

"სანქციები ამოქმედდა იმ პირების მიმართ, რომელიც ეჭვმიტანილნი არიან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში და ოკუპირებულ ყირიმში უკანონო რუსული არჩევნების ჩატარებაში. ასევე დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტების მხარდაჭერაში", - განაცხადეს უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ 7 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუს ოლიგარქებს სანქციები დაუწესა. მათ შორის ლაპარაკია, ოლეგ დერიპასკაზე, იგორ როტენბერგსა და კირილ შამალოვზე.

ე.წ. კრემლის სია ვაშინგტონში 2018 წლის იანვარში შედგა და მასში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გარემოცვა შედის. კერძოდ, სიაშია ყველა რუსი მეწარმე, რომლის ქონებაც მილიარდ დოლარს აჭარბებს. მთლიანობაში საუბარი 38 რუს ბიზნესმენზე.

0

ავტორი: