10:57:49     03-05-2018
აშშ-ში მომხდარ ავიაკატასტროფას 9 ადამიანი ემსხვერპლა
სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც პუერტო-რიკოს ეროვნულ გვარდიას ეკუთვნოდა, ჯორჯიის შტატში, ქალაქ სავანას აეროპორტის მახლობლად ჩამოვარდა.
ის სასწავლო ფრენას ასრულებდა. თვითმხლველთა ინფორმაციით, თვითმფრინავს ცეცხლი ჰაერში აფრენისთანავე გაუჩნდა.ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 5 წევრი და 4 სამხედრო მოსამსახურე ადგილზე დაიღუპა. ამ დრომდე უცნობია ავიაკატასტროფის ზუსტი მიზეზი.