22:47:55     02-05-2018
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია დააკავეს

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია სამართალდამცველებმა დააკავეს.
იაგო ხვიჩია ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეორე განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებოდა, თუმცა ის სამართალდამცველებმა ხელბორკილებით გამოიყვანეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ პარტია „გირჩის“ წევრები.
შსს-ს ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება. პოლიციის განყოფილებასთან იმყოფებიან პარტიის მხარდამჭერები. ასევე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
0