„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია დააკავეს „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია დააკავეს />


  22:47:55     02-05-2018

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია დააკავეს

a78414.jpg

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია სამართალდამცველებმა დააკავეს. 

იაგო ხვიჩია ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეორე განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებოდა, თუმცა ის სამართალდამცველებმა ხელბორკილებით გამოიყვანეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ პარტია „გირჩის“ წევრები. 

შსს-ს ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება. პოლიციის განყოფილებასთან იმყოფებიან პარტიის მხარდამჭერები. ასევე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. 0

ავტორი: