18:37:27     02-05-2018
ზვიად კუპრავა დააკავეს

„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ დამფუძნებელი ზვიად კუპრავა დააკავეს. ცნობილია რომ კუპრავა სამართალდამცველებმა გუშინ საღამოს აიყვანეს.
ზვიად კუპრავას სასამართლომ 10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა დღეს შეუფარდა.
შსს-ს ცნობით, ზვიად კუპრავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი - 173-ე და 166-ე მუხლით ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, კუპრავა იმ ავტომობილში იჯდა, რომელიც საპატრულო ეკიპაჟმა გააჩერა, ჯარიმის გამოწერის პროცესში მან სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
0