“ბონდიანა” გრძელდება “ბონდიანა” გრძელდება />


  11:06:48     06-06-2011

“ბონდიანა” გრძელდება

a6651.jpg

კომპანია “ემგეემმა” დიდ ბრიტანეთში, ჯეიმს ბონდის შესახებ ახალი ფილმის გამოსვლის თარიღი დაასახელა. ამის შესახებ “Collider” იუწყება. ბრიტანელი აგენტის თავგადასავლების შესახებ მორიგი კინოსურათი, 2012 წლის 26 ოქტომბერს გამოვა.

ფილმის რეჟისორი “სილამაზე ამერიკულად” კონოსურათის ოსკაროსანი ავტორი, დემ მენდესი იქნება. აგენტ 007-ის როლს, დენიელ კრეიგი შეასრულებს, რომელმაც “ბონდიანას” წინა ორ სერიაშიც ითამაშა.

ფილმის სიუჟეტი, ისევე როგორც მსახიობთა გუნდი, გასაიდუმლოებულია. ბონდის შესახებ ახალი ფილმი კომპანია “ემგეემის” ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტია, გაკოტრების შემდეგ. ბონდის ახალ სერიას მთელი მსოფლიო დიდი ინტერესით ელოდება.   

0

ავტორი: