10:57:12     06-06-2011
რაკეტა ბირთვული ომისთვის
საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა შორი მოქმედების (5 500 კმ-ზე მეტი) იარაღია. მათი შორი მოქმედების რადიუსის და დამანგრეველი ძალის გამო, სრულმასშტაბიანი ბირთვული ომის შემთხვევაში, საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები ყველაზე უფრო დამანგრეველ ძალას წარმოადგნს.
დღესდღეობით, ხუთ სახელმწიფოს აქვს საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები: აშშ-ს, რუსეთს, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს და ჩინეთს.
ინდოეთი საშუალო მოქმედების ბალისტიკურ რაკეტებს ფლობს და ამჟამად ქმნის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტებს (იგივე ეხება პაკისტანს). ჩრდილოეთ კორეასაც აქვს გარკვეული მიღწევები ამ სფეროში: 1998 და 2006 წელს მან გამოსცადა რაკეტები, თუმცა არცთუ ისე წარმატებულად.
0