შსს-მ „თავისუფლების მოედანთან“ ორი ახალგაზრდის დაჭრაში ბრალდებული პირები დააკავა შსს-მ „თავისუფლების მოედანთან“ ორი ახალგაზრდის დაჭრაში ბრალდებული პირები დააკავა />


  12:05:45     02-05-2018

შსს-მ „თავისუფლების მოედანთან“ ორი ახალგაზრდის დაჭრაში ბრალდებული პირები დააკავა

a78370.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანთან" გუშინ ორი ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული პირები დააკავა. 

სამართალდამცველებმა ჩატარებული ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი - 2000 წელს დაბადებული თ.ე. და ასევე 2000 წელს დაბადებული გ.ჩ. თბილისში, ცხელ კვალზე დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 1 მაისს თბილისში, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1989 წელს დაბადებულ გ.ს.-ს და 1999 წელს დაბადებულ ა.ხ.-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. 

დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, -აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. 0

ავტორი: