10:43:38     02-05-2018
დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა „მაგნიტსკის აქტი“ დაამტკიცა
"მაგნიტსკის შესწორება", რომელიც შევიდა კანონში "სანქციებისა და ფულის გათეთრების შესახებ" მესამე მოსმენით გავიდა.
კანონი მსოფლიოს მასშტაბით იმ მაღალჩინოსნებზე გავრცელდება, რომელთაც დიდ ბრიტანეთში აქტივები აქვთ. ეს ყველაფერი მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის რუსეთის, კორუფციულ სქემაში ჩართული პირების წინააღმდეგ ბრძოლას.
ასევე კანონი ადამიანის უფლებების დარღვევაში მხილებული, კორუმპირებული მაღალჩინოსნების მიმართ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. დოკუმენტი ამგვარი დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსებისთვის ვიზების გაუქმებას და ფინანსურ სანქციებს ითვალისწინებს.
„მაგნიტსკის აქტი“ ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და ესტონეთში მოქმედებს.
0