14:06:57     30-04-2018
ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი მზად არის, 23 წლის წინ გარიცხული ნიკოლ ფაშიანიანს დიპლომი მისცეს
ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი მზად არის, 23 წლის წინ გარიცხული ნიკოლ ფაშიანიანს დიპლომი მისცეს.
უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მედიის პუბლიკაციები დაიბეჭდა და სტუდენტებმა ხელმოწერები შეაგროვეს.
ნიკოლ ფაშინიანის საქმის გაცნობის შემდეგ, უნივერსიტეტი მზადაა მიმართოს სომხეთის განათლების სამინისტროს და ფაშინიანის თანხმობის შემთხვევაში, აღადგინოს ის უნივერსიტეტში და დიპლომიც გადასცეს.
სომხეთის ოპოზიციის ლიდერი უმაღლესი სასწავლებლიდან 1995 წელს გარიცხეს.მას შემდეგ, რაც ყველა ფრაქციამ უარი განაცხადა პრემიერის პოსტზე კანდიდატურის წამოყენებაზე, ფაშინიანი ერთადერთია, ვინც კანდიდატად რჩება.
ფაშინიანმა მხარდამჭერებს მოუწოდა შეისვენონ და დღეს საპროტესტო აქციები არ გამართონ.
0