10:20:53     30-04-2018
ტერაქტი ავღანეთში- აფეთქებას სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა
ქაბულში რამდენიმე წუთის განმავლობაში 2 აფეთქება მოხდა.
თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა დაზვერვის სამსახურის კუთვნილი შენობის სიახლოვეს აამოქმედა. მეორე აფეთქება კი ერთ-ერთი სამინისტროს შესასვლელთან მაშინ მოხდა, როდესაც უწყების თანამშრომლები შენობაში შედიოდნენ.
თავდასხმის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.ბოლო ტერაქტი ქაბულში ერთი კვირის წინ მოხდა, მაშინ თავდასხმას 60 ადამიანი ემსხვერპლა.
0