ივანაშვილის ზონდერებმა „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს დეპუტატები სცემეს ივანაშვილის ზონდერებმა „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს დეპუტატები სცემეს />


  10:00:16     30-04-2018

ივანაშვილის ზონდერებმა „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს დეპუტატები სცემეს

a78253.jpg

აჭარაში ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ხეების გადატანის დროს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ნაცემები არიან ბათუმის და ქობულეთის საკრებულოს წევრები. მათ შორის ბონდო თედორაძე და ნოდარ დუმბაძე.

ქაფურის ხეები ციხისძირიდან ბარჟამდე გადატანას “ნაციონალური მოძრაობა” აპროტესტებდა. ადგილზე მათ “ქართული ოცნების” აქტივისტები დახვდნენ, ადგილზე იმყოფებოდა ქობულეთის საკრებულოს დეპუტატი ვაჟა შავიშვილიც.

მობილიზებული იყო პოლიცია, თუმცა ისინი კონფლიქტში არ ჩარეულან. სამართალდამცველებს ინციდენტის შედეგად არავინ დაუკავებიათ.

ნაცემებს პირველადი დახმარება ადგილზე მისულმა სამედიცინო ბრიგადამ გაუწია.

ხის გადატანის გამო ციხისძირის მონაკვეთის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტილი იყო.   0

ავტორი: