17:07:19     27-04-2018
207-ე სკოლაში მე-11 კლასელებს შორის ჩხუბის შედეგად, ერთი მოსწავლე დაშავდა
თბილისში, 207-ე საჯარო სკოლაში მე-11 კლასელებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ერთი მოსწავლე დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას მცირეოდენი დაზიანებები სახის მიდამოებში აღენიშნება.
გავრცელებული ინფორმაციით მოზარდებმა კამათი დავალების გადაწერის გამო დაიწყეს, რომელიც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
თვითმხილველთა განცხადებით, მოზარდები არ დაემორჩილნენ მანდატურთა გაფრთხილებას, რის გამოც ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოცხადდა.
მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
0