ისრაელში წყალდიდობას 9 მოზარდი ემსხვერპლა ისრაელში წყალდიდობას 9 მოზარდი ემსხვერპლა />


  10:52:50     27-04-2018

ისრაელში წყალდიდობას 9 მოზარდი ემსხვერპლა

a78214.jpg

ისრაელში წყალდიდობას 9 მოზარდი ემსხვერპლა. შემთხვევა ნეგევის უდაბნოში, მკვდარი ზღვის მახლობლად მოხდა. 

25 კაცისგან შემდგარი ტურისტული ჯგუფი, დამშრალი მდინარის კალაპოტში გადაადგილდებოდა, როდესაც მოვარდნილმა წყალმა მოზარდების ნაწილი გაიტაცა.

დაშავებულები ახლომდებარე ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაშველები ამ დრომდე ერთ დაკარგულს ეძებენ. 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა. სამძებრო სამუშაოებში ავიაციაც მონაწილეობს. 0

ავტორი: