სომხეთში აქციას „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი წარუკიანი შეუერთდა სომხეთში აქციას „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი წარუკიანი შეუერთდა />


  12:55:04     25-04-2018

სომხეთში აქციას „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი წარუკიანი შეუერთდა

a78153.jpg

გაგიქ წარუკიანი სომხეთში საპროტესტო აქციას შეუერთდა. მისი განცხადებით   პარტია ქვეყნის ყველა რეგიონში შეკრებს მომხრეებს და ქუჩებში გამოვა.

„გაგიქ წარუკიანი, „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი ხალხის მიერ აგორებულ პროტესტს შეუერთდება. ჩვენ მობილიზებისკენ მოვუწოდებთ პარტიის წევრებს ქვეყნის ყველა რეგიონსა და ერევანში და გამოვალთ ქუჩებში ხალხის მხარეს.  ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით ჩვენი ერისა და თანამემამულეების მხარეს“, - ნათქვამია წარუკიანის განცხადებაში.

ბიზნესმენ წარუკიანის მიერ შექმნილმა ალიანსმა 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 27.35% მიიღო და მეორე ადგილზე გავიდა. 105-წევრიან პარლამენტში მან 31 დეპუტატის შეყვანა მოახერხა.

საპროტესტო აქციები ერევანში დღეს განახლდა.11:00 საათზე მოქალაქეები მსვლელობით დაიძრნენ ცენტრალური მოედნისკენ, სადაც პოლიციას გზები აქვს გადაკეტილი. ხელისუფლებამ ქალაქში შეიყვანა მძიმე ტექნიკაც.


0

ავტორი: