14:38:23     24-04-2018
თურქეთში მიწისძვრის შედეგად 39-მდე ადამიანი დაშავდა
თურქეთში 5,1/2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონში მდებარე ადიამანის პროვინციაში მდებარეობდა.
მიწისქვეშა ბიძგების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა.
მათგან 35 მკურნალობას აგრძელებს, მათ შორის მძიმე ტრავმები არავის აქვს.
0