14:58:21     23-04-2018
დიღომში არასრულწლოვნების ოთხკაციანმა ჯგუფმა მარკეტის გაქურდვა სცადა
ლუბლიანას 11 ნომერში მდებარე მარკეტ „ჰაუსის“ გაქურდვა სცადეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
„დრონი.ჯი“-ს ინფორმაციით, მარკეტს არასრულწლოვანი ბავშვების 4 კაციანი ჯგუფი დაესხა თავს, ჩაამსხვრიეს მინა, თუმცა ვერაფრის წაღება მოახერხეს.
მარკეტის თანამშრომლის თქმით, ამ ბავშვებმა, რამდენიმე დღის წინ გვერდზე ავეჯის მაღაზია „ბელ ჰაუსის“ გაქურდვაც სცადეს.
ამჟამად ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
0