11:27:26     23-04-2018
მარგველაშვილის მიერ შეწყალებული ვეფხია ბაქრაძე დეტალურად ყვება როგორ გამოჭრა 25 წლის გოგოს ყელი
ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა დაკავების შემდეგ გამოძიებას ჩვენება მისცა და ჩადენილი დანაშაულის შესახებ ისაუბრა.
„13 აპრილს, გადავწყვიტე პირისპირ მენახა თამარი და საბოლოოდ გამერკვია, რატომ იყო ჩემი და ნათელას ურთიერთობის წინააღმდეგი. ასევე ვიცოდი, რომ ნათელა გვიანობამდე იქნებოდა სამსახურში, ხოლო სახლში მარტო უნდა ყოფილიყო თამარი. დაახლოებით 19:00 საათი იქნებოდა, როდესაც გავაჩერე მანქანა ე.წ. მრგვალ ბაღთან და ფეხით გადავედი მათ სახლში.
კარები ღია დამხვდა. შევედი და დავრწმუნდი, რომ არავინ იყო. გავაღე მაცივარი, გამოვიღე საჭმელი და არაყი. დავლიე რამდენიმე ჭიქა და გამოვედი სახლიდან. წავედი ტაქსით კოსტავას ქუჩისკენ, რადგან მანქანაში აღარ მქონდა ბენზინი.
შევირბინე "გალფის" ბენზინგასამართ სადგურზე, შევიძინე საწვავი და ტაქსით ამოვედი ისევ ბარნოვის ქუჩაზე, ისევ თამარის სანახავად. ისევ არ დამხვდა.
გადავწყვიტე დაწყნარება და ჩავჯექი „კრესლოში“, რამდენიმე წუთის შემდეგ მოვიდნენ თამარი და მისი ბავშვები. მივესალმე. მან მითხრა, რატომ შემაშინეო, შემდეგ ატეხა ყვირილი და გაიქცა ფანჯრისკენ.
[I=3]ვუთხარი, გაჩუმებულიყო, რადგან მსურდა მასთან ურთიერთობის მოწესრიგება, რადგან იგი უშლიდა ნათელას ჩემთან ურთიერთობას. თამარმა თხოვა თავის შვილებს და მეც ვთხოვე, ბავშვები ცალკე ოთახში შეეყვანა.
მათ ვუთხარი, რომ ვიყავი ლიკას შვილების ბაბუა და არ შეშინებოდათ. თამარმა ამის შემდეგ ისინი შეიყვანა ოთახში და მიხურეს კარები, რის შემდეგაც ისევ ყვირილით გაიქცა შემოსასვლელი კარისკენ.
ამის დანახვაზე გავეკიდე და დავეწიე, მანქანიდან ამოტანილი დიდი ზომის დანით სხეულის სხვადასხვა ადგილებში მივაყენე მრავლობითი ჭრილობა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ადგილზევე.
ვინაიდან არ მინდოდა დაენახათ ბავშვებს მოკლული თამარი, იატაკზე გავახოხე აბაზანისკენ“, - აღნიშნავს ჩვენებაში ბრალდებული.
[I=2]შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს.
გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში).
ვეფხია ბაქრაძე სასჯელს ცოლის ქვით ცემისათვის იხდიდა, თუმცა, ის პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შეიწყალა.
შეწყალების შემდეგ კი, მან 25 წლის გოგოს მოუსწრაფა სიცოცხლე.
ბაქრაძესთან ერთად კიდევ ერთი პირია დაკავებული - დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.
0