უკრაინული ავიამზიდის მოდერნიზაცია ჩინურად უკრაინული ავიამზიდის მოდერნიზაცია ჩინურად />


  11:25:19     04-06-2011

უკრაინული ავიამზიდის მოდერნიზაცია ჩინურად

a6608.jpg

ჩინურმა გემთმშენებელმა საწარმომ Changxingdao Shipyard – მა, პერსპექტიულ ჩინურ ავიამზიდ “ში ლანზე” რადიოსალოკაციო სადგური, სხვადასხვა სახის ელექტრონული სისტემა და შეიარაღება დააყენა.

ჩინეთმა ავიამზიდი “შრი ლანი” უკრაინისგან 1998 წელს შეიძინა. ამ დროისათვის, ხომალდზე სარემონტო სამუშაოები და მოდერნიზაციის პროცესი მიმდინარეობს.

ამჯერად გეგმაშია, რომ 2011 წლის ბოლოს, ჩინური ავიამზიდის გამოცდა დაიწყება, ხოლო 2012 წლის დასასრულს კი, მას შეიარაღებაში მიიღებენ. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო უკრაინული “ვარიაგის” ბაზაზე საკუთარი ავიამზიდი ხომალდების შექმნას აპირებს.  

0

ავტორი: