10:31:03     23-04-2018
საოკუპაციო ხაზთან ახლოს ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს
გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს, ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს. სოფელ ქერეს მცხოვრები აკაკი მისირელი ცხინვალის მილიციაშია გადაყვანილი.
მისირელის დაკავების ფაქტზე ამოქმედდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზი".
ბოლო ერთ თვის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტის პერიმეტრზე, ე.წ. მესაზღვრეების მიერ, საქართველოს 5 მოქალაქეა დაკავებული უკანონოდ. მისირელის გარდა, ოთხი პირი გათავისუფლებულია.
0