10:03:24     23-04-2018
ვარკეთილში 20 წლის ბიჭი ყელის არეში დაჭრეს
ვარკეთილის ზემო პლატოზე 20 წლის ბიჭი ყელის არეში დაჭრეს. მას პირველადი დახმარება უცნობმა გოგონამ გაუწია.
მეზობლებმა სასწრაფო სამაშველო ბრიგადა გამოიძახეს და დაშავებული ახლოს მდებარე კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, პაციენტს ჭრილობა დაუმუშავდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო თავდასხმის ფაქტს უარყოფს. უწყებაში ამბობენ, რომ ახალგაზრდამ თვითდაზიანება მიიყენა.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
0