პუტინი მზადაა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპს შეხვდეს პუტინი მზადაა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპს შეხვდეს />


  10:47:54     20-04-2018

პუტინი მზადაა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპს შეხვდეს

a78017.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი მზადაა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპს შეხვდეს. 

მანამდე კი მათ შორის სატელეფონო საუბარი შედგა, შეხვედრის სავარაუდო ადგილად ვაშინგტონი სახელდება.

"უბრალოდ აღვნიშნავ, რომ დონალდ ტრამპმა, ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ რამდენჯერმე თქვა და სოციალურ ქსელშიც დაწერა, იმაზე, თუ რამდენად საჭიროა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება. რუსეთთან კარგი ურთიერთობა სურს, მხოლოდ სულელი ფიქრობს სხვაგვარად," - დასძინა ლავროვმა.

2 აპრილს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსი კოლეგა ვლადიმერ პუტინი თეთრ სახლში ვაშინგტონში მიიწვია. ასეთი შეთავაზება მიიღო პუტინმა ტრამპის მხრიდან, როდესაც მათ 20 მარტს ტელეფონზე ისაუბრეს.პრეზიდენტების შეხვედრის დრო ჯერჯერობით არ არის დაგეგმილი.

0

ავტორი: