დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას არ აპირებს დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას არ აპირებს />


  16:20:32     19-04-2018

დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას არ აპირებს

a78009.jpg

დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების მხარდაჭერისთვის, დამატებითი სანქციების დაწესებას არ აპირებს.ინფორმაციას თეთრი სახლის ადმინისტრაცია ავრცელებს.

თავად დონალდ ტრამპმაც იაპონიის პრემიერ მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთს სანქციებს მაშინ დაუწესებს, როდესაც ის ამას დაიმსახურებს. შეერთებული შტატების ლიდერმა ჩრდილო კორეელ კოლეგასთან მოსალოდნელ შეხვედრაზეც ილაპარაკა.

ტრამპის თქმით, ის კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკებას უახლოეს კვირებში გეგმავს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება პროდუქტიული არ იქნება, ის შეხვედრას დატოვებს.

0

ავტორი: