ისრაელი დამოუკიდებლობის 70-ე წელს აღნიშნავს ისრაელი დამოუკიდებლობის 70-ე წელს აღნიშნავს />


  11:54:37     19-04-2018

ისრაელი დამოუკიდებლობის 70-ე წელს აღნიშნავს

a77992.jpg

ისრაელი დამოუკიდებლობის 70-ე წელს აღნიშნავს. პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ საპატიო ჩირაღდნის ანთებით იერუსალიმში სადღესასწაულო ღონისძიებები საზეიმოდ გახსნა.

ჩირაღდნის ანთებამდე ნეთანიაჰუ სიტყვით გამოვიდა, სადაც მან ისრაელის ბოლოდროინდელ მიღწევებზე ილაპარაკა. ქვეყნის პრემიერმა მათ შორის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელმაც იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა და აშშ-ის საელჩოს იქ გადატანა დაგეგმა.

ისრაელმა დამოუკიდებლობა 1948 წლის 14 მაისს გამოაცხადა.

0

ავტორი: