23:50:56     18-04-2018
„პირი მხოლოდ ჭამისთვისაა“ - უგანდის პრეზიდენტს ორალური სექსის აკრძალვა სურს
უგანდის პრეზიდენტს ორალური სექსის აკრძალვა სურს. ამის შესახებ იოვერი კაგუტა მუსევენიმ განაცხადა, - ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
ქვეყნის პირველი პირის თქმით, გარე ძალები ცდილობენ უგანდაში ორალური სექსის მავნე პრაქტიკა დანერგონ, ამიტომ ის მოქალაქეებს აფრთხილებს არ დაკავდნენ ორალური სექსით.
„პირი ჭამისთვისაა და არა სექსისთვის“,- ამბობს პრეზიდენტი.
აღსანიშნავია, რომ იოვერი კაგუტა მუსევენისთვის ასევე მიუღებელია ლგბტ თემის წარმომადგენლები. მისი გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა შორის ინტიმური კავშირი დასჯადია და სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.
0